მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსალოდნელია შტორმი. ზღვაში ნუ შეხვალთ! - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს...

მოსალოდნელია შტორმი. ზღვაში ნუ შეხვალთ! – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

Published on

მოსალოდნელი შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, არ შევიდნენ ზღვაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,   სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისგან მიღებულია  ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
,,ოდიში ნიუსი'' დაუკავშირდა ანაკლიის მოსახლეობას, მათ დაგვიდასტურეს, რომ ქარი უკვე ამოვარდა და ზღვის ღელვა ძლიერდება .
 
 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი შტორმის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. 
 
სააგენტოს განცხადებით, ზღვის სანაპიროზე არსებულ ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული. 
წყალზე მაშველები ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ. 
 
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, არ შევიდნენ ზღვაში, ვიდრე საგუშაგოებზე თეთრი ალმები არ აღიმართება, დაემორჩილონ მაშველთა მითითებებს, ყურადღება მიაქციონ ბავშვებსა და მოზარდებს, ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. საშტორმო მდგომარეობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...