მთავარიUncategorized,,თავისუფლების მოედანზე დავინახე ახალი საქართველო"- მიხეილ სააკაშვილის წერილობითი ინტერვიუდან

,,თავისუფლების მოედანზე დავინახე ახალი საქართველო”- მიხეილ სააკაშვილის წერილობითი ინტერვიუდან

Published on

ჰაერზე არ გავდივარ, რადგან არ მინდა გისოსებიდან ცის ყურება. ციხის ექიმები დიდი მზრუნველობით მეპყრობიან. ვუყურებ თავისუფალ ქართულ არხებს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველის “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილებას ვერ მალავს, ხუთშაბათს თავისუფლების მოედანზე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის გამო და აღნიშნავს:თავისუფლების მოედანზე დავინახე ახალი საქართველოს ამაყი, ნათელი და შეუპოვარი სახე”- წერს სააკაშვილი “ტვ პირველისთვის” გამოგზავნილ წერილში. 

რაც შეეხება თაფლის სკანდალს, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიღება ციხის ადმინისტრაციამ ურჩია.

თაფლი თვითონ შემომთავაზეს, როგორც შიმშილობის პროტოკოლის ნაწილი, თითო კოვზი ჩაიში, მაგრამ, როცა საღამოს ტელევიზიით მოვისმინე, ოქმით დავაბრუნე”- აღნიშნავს სააკაშვილი. 

რაც შეეხება დაკავების ფაქტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “შაბათის ეთერის” კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ჩხრეკას ვერ იხსენებს:

ჩხრეკას ვერ ვიტან, მე თვითონ ამოვალაგე ჩანთიდან ნივთები. ჩანთაში მქონდა ორი სამი მაისური და სვიტერი. პოლიციელები ძალიან მოწიწებით მექცეოდნენ და რაღაცა ხანი მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ. მერე ეგრევე სელფების გადაღება დაიწყეს. გზაზეც სელფებს იღებდნან”- აცხადებს სააკაშვილი. 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...