მთავარისიახლეებიუკრაინა,,მე მოვედი აქ 50 მილიონი უკრაინელის სახელით!'' - ოდესის გუბერნატორმა კრიჟანოვსკის...

,,მე მოვედი აქ 50 მილიონი უკრაინელის სახელით!” – ოდესის გუბერნატორმა კრიჟანოვსკის სოფლის საბჭოს კუდით ქვა ასროლინა

Published on

პრესა უკრაინის ცნობით, გუშინ  ოდესის ოლქის სოფელ კრიჟანოვკაში მოულოდნელად ჩავიდა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და სოფლის საბჭოს წარმომადგენელებს ,,კუდით ქვა ასროლინა''. „ქურდებო და თაღლითებო! მიმიფურთხებია თქვენი დახურდავებული ინტერესებისთვის. აქ ცხოვრობს ათასობით ადამიანი, რომელებსაც არასდროს არაფერი მიუღიათ“, – ასე მიმართა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის ადმინისტრაციას. მისი თქმით, კრიჟინოვკას მიწები, რომელიც სოფლის საბჭომ თვითნებურად და უკანონოდ გაანაწილა, უკრაინის საუკეთესო და ძვირადღირებული ტერიტორიაა .

„თუ აქ 500 ადამიანია, მე მოვედი 50 მილიონი უკრაინელის სახელით. ეს ტერიტორია არის ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, თუ გსმენიათ ასეთი რამის შესახებ საერთოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ოდესის გუბერნატორი სოფლის საბჭოს წესრიგის დამყარებით დაეუმქრა.

„თქვენ აირჩიეთ სოფლის საბჭო იმისთის,რომ მიითვისოთ უკრაინის მიწა. მე ვუზრუნველვყოფ, იმას, რომ თქვენ ეს მიწები დაუბრუნოთ სახელმწიფოს და ბიუჯეტს“, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა დამოუწოდა პროკურატურას   კორუფციაში ამხილოს დამნაშავეები. 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...