მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საქართველოში ტყუილად არ ჩასულა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვედრია," - სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის...

“საქართველოში ტყუილად არ ჩასულა, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვედრია,” – სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და პოროშენკოზე საუბრობს

Published on

,,ივანიშვილსაც არ სჭრიდება საქართველოში ჩემი ჩაყვანა, რადგან როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, საქართველოშიც იგივეა, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
"კურიერმა" საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, რომელსაც გუშინ უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთვეს, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
 
მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ უკავშირდება უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა.
 
ჩემი ინფორმაციით, როცა იყო საქართველოში ჩასული, იყო ივანიშვილთან ურეკში, ილაპარაკეს ამ თემებზე.
 
 .„რა თქმა უნდა, რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო. რა თქმა უნდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ. მე პატარა ბავშვი არ ვარ. საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა [პოროშენკო], ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა და ბათუმში ჩასვლა ტყუილად არ მოიგონა, იმიტომ, რომ ურეკში უნდოდა შევლა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი. 
 პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილსაც არ სჭრიდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა… 
 
ასე რომ, ეს გააკეთა მაშინ, როცა არ ვიყავი უკრაინაში, ვინაიდან უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, მაშინ უნდა ყოფილიყო საუბარი საქართველოში ექსტრადიციაზე. საქართველოს ჩემი გადმოცემა არ სჭირდება. როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მისივე თქმით, ოლიგარქებისთვის, რომლებიც უკრაინას მართავენ, ის „სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ“ იქცა, მაგრამ რაც მეტად შეებრძოლებიან, მით მეტად გაძლიერდება. 
 
„უკრაინაში მე მყავს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია, 100 000 აქტივისტი, 26 რეგიონში დიდი შტაბები, ახალგაზრდების ძალიან საინტერესო ქსელი, ბიზნესმენების… ეს ხალხი არსად გაქრება, ამ ხალხთან ერთად ჩვენ ვაპირებთ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას“, – დასძინა სააკაშვილმა.
 
"ოლიგარქისთვის, რომელიც მართავს უკრაინას პარაშენკოს სახით, ახმეტოვისთვის და სხვების, მათთვის ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავარი პრობლემა ვიყავი მე, უბრალოდ ახლა საჯაროდ განაცხადეს და ეს უკვე ნათელი გახდა უკრაინისთვის, რომ ერთის მხრივ არიან ესენი – პარაშენკო, ახნმეტოვი, ავაკოვი – ეს მთელი ბანდიტების კორპორაცია, რომელიც მათ უკავშირდება, და მეორე მხარეს არიან ის ახალი ძალები, რომელიც მე შევკარი, ერთად გავაერთიანე და, რა თქმა უნდა ,რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო.  -აცხადებს სააკაშვილი.   

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...