მთავარისიახლეებიპოლიტიკაოფიციალური ბრძანება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე...

ოფიციალური ბრძანება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ოფიციალური ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები მაიდანზე შეკრებისთვის ემზადებიან.
 
უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის "ახალი ძალების მოძრაობა" წევრები   პოროშენკოს ადმინისტრაციისგან მოქალაქეობის ჩამორთმევის დამადასტურებელი დოკუმენტის , ხოლო  ქვეყნის პროკურატურისგან იმ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვენ,  რომელიც პოროშენკოს მხარდამჭერი დეპუტატების განცხადებით მათ თბილისიდან მიიღეს.
 
ოფიციალური დოკუმენტების მიღების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პარტიის იურისტები დაიწყებენ სამართლებრივ ბრძოლას.
 
ისინი გეგმავენ უკრაინის სასამართლოსაც მიმართონ, რათა შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე გაასაჩივრონ.
 
მიხეილს სააკაშვილის გუნდი  კიევში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს.  რუხის ლიდერების თქმით, დღევანდელი გამოსვლა მაიდანზე ამ აქციების დასაწყისია.
„ხელისუფლების ამ ნაბიჯს დიქტატურისკენ მივყავართ, რადგან წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ალტერნატიული პოლიტიკური შეხედულება მიუღებელი იყოს და მას მოქალაქეობის ჩამორთმევით ებრძოდნენ. ეს შეიძლება ნებისმიერ სხვას დაემართოს. ეს ჩვენთვის ჩვენს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებზე შეტევას ნიშნავს. ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკური ოპოზიციის ლოკომოტივია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის აქ ჩამოვიდეს,“ – განაცხადა ივან სლოდიანიუკმა
 
შეგახსენებთ, მიხილ სააკაშვილისთვის მოქალაეობის ჩამორთმევის ფაქტის ერთადერთ ოფიციალურ დადასტურებად კვლავ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მიერ, გუშინ გავრცელებული განცხადება რჩება, სადაც ნათქვამი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, პრეზიდენტ პოროშენკოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მოხდა.  გოროშენკოს განცხადების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინული მხარის მიერ გადაცემული იმ ფაქტების საფუძველზე მიიღო, რომელიც არ იყო ცნობილი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს.

 
 
 
 
 
 
 

 
 

სიახლეები

“მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გორის პოლიციის თანამშრომლების...

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...