მთავარიUncategorizedმიშა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ, გამარჯვებული ხარ და მორჩა - მიშა მშვილდაძის...

მიშა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ, გამარჯვებული ხარ და მორჩა – მიშა მშვილდაძის მიმართვა აქციაზე

Published on

,,ჩვენ თუ დავიცავთ მესამე პრეზიდენტს, გვექნება შანსი, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენ თუ ვერ დავიცავთ მესამე პრეზიდენტს შურისძიებისგან, მაშინ ვერავის ვერ დავიცავთ ამ ქვეყანაში. ყველანი დაუცველები ვიქნებით” – ამ სიტყვებით მიმართა ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მრავალრიცხოვან ხალხს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, მშვილდაძემ აქციაზე მისვლისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა:

“დღევანდელი დღე არის ყველაზე დოდი სოლიდარობის აქტი ამ ბოლო წლებში რაც მომხდარა და მიშას მინდა ვუთხრა, მიშა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ, გამარჯვებული ხარ და მორჩა. ამდენმა ადამიანმა გამოგიცხადა თანადგომა იმიტომ რომ შენი თავგანწირვის აქტი აღმაფრთოვანებელი იყო თოთოეული ადამიანისთვის, ვინც აქ მოვიდა, ჩემთვისაც მათ შორის, მაგრამ ერთი ამოცანაა შესასრულებელი. დღევანდელი მორალური გამარჯვება, რაც დღეს მთელმა ქვეყანამ გავიმარჯვეთ ოლიგარქზე, უნდა გაფორმდეს პოლიტიკურ გამარჯვებად, 30 ოქტომბერს და მიშა, შენ თვითონ გადაწყვიტე გინდა შიმშილობა შეწყვიტე, გინდა გააგრძელე, გინდა თაფლით გააგრძელე, გინდა შაქრით, გინდა წყლით, ამ წამიდან შენ გაქვს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების, მორალური უფლება.

მაგრამ, ჩვენ გართმევთ პირობას, რომ 30-ში პოლიტიკურ გამარჯვებას, რაც იქნება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისი, ამას შეხვდები ჯანმრთელი და ცოცხალი და ჩვენ გართმევთ პირობას, რომ მომავალში როცა მიიღებ მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობის გაგრძელებაში, რაც აუცილებლად მოხდება, არასოდეს არ გავიმეორებთ იმ შეცდომებს რაც იყო იმიტომ, რომ ეს ხალხი ამისთვის მოვიდა, რომ მოგცეს კიდევ ერთი შანსი.” თქვა მიშა მშვილდაძემ.

მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა – “ბიძინა, ბოლო შანსი გაქვს, რომ ჭკვიანურად მოიქცე”.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...