მთავარიUncategorizedიულია ტიმოშენკო: მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ

იულია ტიმოშენკო: მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ

Published on

,,მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს, პრემიერმინისტრის რანგში, პირველ ვიზიტი სწორედ საქართველოში მქონდა, ჩვენთან სულით ყველაზე ახლო ძმურ სახელმწიფოში, ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ვარდების რევოლუციასა და მის წარმატებას, შემდეგ კი თავადაც წავედით მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანურია, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას, მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია.

მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის  გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს მინდა უმორჩილესად გთხოვო – შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი ჭირდები, ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნელოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე.

ამბობს უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო, მიხეილ სააკაშვილისთვის ჩაწერილ მიმართვაში. ტიმოშენკოს მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე აჩვენეს.

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...