მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: "გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი"

გიგი უგულავა: “გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი”

Published on

,,ოდესღაც18 წლის  წინ მან დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, იმიტომ, რომ მეტს არაფერს იმსახურებთ”. – ასე დაიწყო თავისი სიტყვა  ფოთის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიგი უგულავამ,რომელიც მიუხედავად კორონავირუსით ავადობისა მივიდა  თავისუფლების მოედანზ

“გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი”

მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდით ჩაივლის. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა მაგრამ, მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი როგორც არასდროს იმიტომ რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ. ვუსურვოთ მიშას თავისუფლება, დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად.დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი.

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო სადაც ვერავინ ვერ დაგვჩაგრავს და შენს სიმართლეს იტყვი და დაამტკიცებ.

ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები. პატიება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებებლი, როდესაც გავიმარჯვებთ… გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი… ოდესღაც მან, 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია” -განაცხადა გიგი უგულავამ.

 

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...