მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს "რუსთავი 2"-ის, "ტელეიმედის", "კომედი ტვ"-ის, "GDS ტვ"-ს, "ტაბულას" მიღების შეფერხების შემთხვევაში...

დღეს “რუსთავი 2”-ის, “ტელეიმედის”, “კომედი ტვ”-ის, “GDS ტვ”-ს, “ტაბულას” მიღების შეფერხების შემთხვევაში სეთ ტოპ ბოქსები უნდა გადაიტვირთოს

Published on

დღეს, ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის, "ტელეიმედის", "კომედი ტვ"-ის, "GDS ტვ"-ს, "ტაბულას" პროგრამების მიღების შეფერხების შემთხვევაში, სეთ ტოპ ბოქსის გადატვირთვა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა, ხატია ყურაშვილმა განაცხადა. 
როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დასრულდა ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, რამაც წარმატებით ჩაიარა. მისივე თქმით, პარალელური მაუწყებლობის დროს შპს "ტელერადიოცენტრი" დროებით, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებისა ავრცელებდა ორ ეროვნულ ტელემაუწყებელს ("რუსთავი 2"-სა და "ტელეიმედს") და იმ ადგილობრივ ტელეკომპანიებს ("GDS ტვ," "კომედი ტვ" და "ტაბულა"), რომლებმაც უარი თქვეს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე. 
როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიები დღეს საზოგადოებისთვის ღია ეთერით ხელმისაწვდომია როგორც შპს "ტელერადიო ცენტრის" ციფრულ სამაუწყებლო ქსელში, ასევე კერძო მულტიპლექს ოპერატორის შპს "სტერეო პლიუსის" ქსელშიც. 
"12 ოქტომბერს, 10:00 საათზე, შპს "ტელერადიო ცენტრით" მულტიპლექს პლატფორმიდან გამოირთვება "რუსთავი 2", "ტელეიმედი", "კომედი ტვ", "GDS ტვ" და "ტაბულას" სიგნალი. აღნიშნული ტელეკომპანიების ღია ეთერით ციფრული სამაუწყებლო ქსელით გავრცელებას უზრუნველყოფს შპს" სტერეო პლიუსის" ქსელი. იმ შემთხვევაში თუ 12 ოქტომბრის 10:00 საათის შემდეგ აღნიშნული ტელეკომპანიების პროგრამების მიღება მოხდება შეფერხებით, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს პროგრამების ჩამონათვალი. თუ ვერ მოიძებნა აღნიშნული არხები, უნდა მოხდეს ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობის სეთ თოპ ბოქსის ხელმეორედ ავტომატური ძებნის რეჟიმზე გაშვება. თუ აღნიშნული მანიპულაციის შემდეგაც ვერ მოხერხდა ხსენებული არხების ხელმეორედ დაჭერა, სატელეფონი კონსულტაციისთვის მიმართეთ შპს "სტერეო პლუსის" ცხელ ხაზს ნომერზე: 2 05-12-12", – განაცხადა ხატია ყურაშვილმა. 
მისივე თქმით, მსგავსი შეფერხებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მაინც შეფერხებას ექნება ადგილი, საზოგადოებას უნდა მოახდინოს პირველ რიგში სეთ ტოპ ბოქსის გადატვირთვა, ასევე თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო დარეკოს ცხელ ხაზზე.

სიახლეები

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...