მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,დიქტატურის დამყარებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი'' - რადას დეპუტატები მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის...

,,დიქტატურის დამყარებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი” – რადას დეპუტატები მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ

Published on

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების თაობაზე განცხადებები გაკეთდა იულია ტიმოშენკოს პარტიის "ბატკივშინას" facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ფაქტი დიქტატურის დამყარებისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად არის მოხსენიებული.
 
უკრაინისი უმაღლესი რადას დეპუტატი ეგორ სობოლევი კი, სოციალურ ქსელში წერს, რომ 
 
"მიხეილ სააკაშვილი კლეპტოკრატიის განადგურების ნიჭით, უკრაინას კიდევ ბევრ სარგებელს მოუტანს. ხოლო ისინი, ვინც გამდიდრების მიზნით ფსონს დაუსრულებელ ტყუილზე და მზაკვრობაზე აკეთებს, ადრე თუ გვიან სადმე პუტინის სიახლოვეს აღმოჩნდებიან."
 
კიდევ ერთი დეპუტატი – მუსტაფა ნაიემი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყებას ყველაზე სულელურ საქციელს უწოდებს, რაც მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს არც ისე კარგად დაახასიათებს. მისი თქმით, საბოლოო ჯამში უკრაინა დაზარალდება.
 
"ეს ისეთივე სულელური საქციელია, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩის დროს იულია ტიმოშენკოს ციხეში ჩასმა იყო," – ამბობს რადას დეპუტატი.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...