მთავარისიახლეებისაზოგადოებანოდარ მელაძე: “ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიკაციების ქსელი. არა...

ნოდარ მელაძე: “ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიკაციების ქსელი. არა მგონია ზარალი იყოს ცოტა”

Published on

“ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიაციების ქსელი.სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. 
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი საწყობში გაჩნდა. დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი. 
ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
 
არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
 
 ახლა არ ვიცით, ეს ქსელი რა მდგომარეობაშია. დამწვარ სექტორში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, შესაბამისად, არ ვიცით, რა მდგომარებაა ადგილზე“, – აღნიშნა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
 
მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არის ძლიერი დაკვამლიანება სტუდიაში, შესაბამისად, თანამშრომლები ვერ ახერხებენ გაარკვიონ, თუ რა ხდება ტელეკომპანიის შენობაში.  არ მგონია, რომ ზარალი იყოს ცოტა“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ. 
 
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 
გამოძიება მიმდინარეობს  სსკ–ის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
 
 

სიახლეები

ელენეს აქვს თურქი ექიმისგან დანიშნულება და ეს უნდა შესრულდეს – ზურაბ ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოოზულ მკურნალობას საჭიროებს. ოპოზიციონერის...

ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცნობით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. შესაბამის ფოტოს მიხეილ სააკაშვილი...

ხოშტარიასთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყება – ნიკა გვარამია

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა. როგორც დღეს...

ვინც მათ ნარატივს არ ატარებს, პირად მტრად მიაჩნიათ- თენგიზ შარმანაშვილი

"ძალზე საინტერესო რეზოლუციაა. ხანდახან, გაოცებას საზღვარიც აღარ აქვს ხოლმე. იცით, რომ ყველაფერს ყალბ ნარატივზე...