მთავარისიახლეებიშიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

Published on

უმძიმესი დანაშაული ქართლში – 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის მამაკაცი დააკავეს.
ბაბუა შვილიშვილზე სავარაუდოდ სექსუალურად სისტემატიურად, წლების განმავლობაში ძალადობდა.

სავარაუდო მოძალადის კვალზე კი პოლიცია მას შემდეგ გავიდა, რაც არასრუწლოვანი სკოლაში შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

13 წლის ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება, ბაბუა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კაცმა გაიგო, რომ არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, მიმალვა სცადა. 53 წლის კაცი თბილისში დააკავეს.

სოფელში, სადაც ბრალდებული ცხოვრობს, ამბობენ, რომ კაცს შვილიშვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მომხდარის გაგების შემდეგ კი მეზობლები შიკში არიან.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...