მთავარისიახლეებისპორტიითამაშონ, თუ ძალიან უნდათ - თბილისის რეაქცია კონიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის...

ითამაშონ, თუ ძალიან უნდათ – თბილისის რეაქცია კონიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე აფხაზეთში, საკმაოდ მშვიდია

Published on

აფხაზეთში  სამუშაო ვიზიტით  იმყოფებიან არაღიარებული ქვეყნების   საფეხბურთო ასოციაციების  კონფედერაციის  ConIFA – სპრეზიდენტი პერ ანდრეს ბლინდი, ფიფას აგენტები დაგ ლარსონი და სერგეი აზიზოვი, რომელნიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს საორგანიზაციო საკითხებზე აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან და საფეხბურთო ინფრაქსტრუქტურის ინსპექციასთან, შეგახსენებთ აფხაზეტში 2016 წელს   იგეგმება  არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარება ფეხბურთში

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, კონიფას პრეზიდენტმა და დელეგაციის სხვა წევრებმა  კმაყოფილება გამოთქვეს ჩატარებული შეხვედრებით და ინსპექტირებული ობიექტების მდგომარეობით  და გამოთქვეს რწმენა, რომ ,,ქვეყნის ხელმძღვანელობის“ მზაობა გააკეთოს ყველაფერი, რაც მასზეა დამოკიდებული, ჩემპიონატის  წარმატებული ჩატარების გარანტიას იძლევა.

 პერ ანდრეს ბლინდმა ,,ფანტასტიკური'' უწოდა  სოხუმის ,,დინამოს ‘ სტადიონს.

 ,,სტადიონი უმაღლესი კლასის მოთხოვნებს პასუხობს და, იმედია, კარგი მდგომარეობა დაგვხვდება გაგრისა და და სხვა ქალაქების სატადიონებზეც, სადაც  ჩემპიონატის თანაშები უნდა ჩატარდეს. – განაცხადა მან. 

კონიფას პრეზიდენტი თვლის, რომ აფხაზეთი აბსოლუტურად მზად არის წარმატებით უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს.  ამასთან კომენტარს აკეთებს აფხაზ ფეხბურთელთა მოზადების დონეზე: ,, მე  ნანახი მქონდა  აფხაზეთის ნაკრების თამაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთში ჩატარდა.  ჩინებულად თამაშობს ტქვენი შაბათიკი ( შაბათ ლოგუა). ეს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. არიან სხვა კარგი ფეხბურთელებიც, ვაპირებთ, რამდენიმე მათგანი შვედური ლიგის კლუბეში მივიზიდოთ. დარწმუნებული ვარ, აფხაზი ფეხბურთელები კარგ თამაშს გვიჩვენებდნენ გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, ჰოლანდიის ჩემპიონატებში, საამისო პირობები რომ ჰქონდეთ.

ფიფას აგენტმა სერგეი აზიზოვმა გამოთქვა რწმენა, რომ აფხაზეთი საფეხბურთო ზესახელმწიფო  იქნება. ჩვენ  ბევრ  სახელოვან ფეხბურთელს ვიცნობთ აფხაზეთიდან, ქვეყანას  ძალიან  ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და საერთოდ ხალხიც ნიჭიერია . მე დაჩემი კოეგები ვფიქრობთ, რომ აფხაზეთი მომავალში ერთერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო სახელმწიფო გახდება –  განაცხადა მან. 

რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეაქციას კონიფას საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე აფხაზეთში, საკმაოდ მშვიდია – ითამაშონ, თუ ძალიან უნდათ, ეს არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატია და ბევრს არაფერს ნიშნავს.

მათგან განსხვავებით, საქარველოს  საგარეო სამინისტროს სათანადო რეაგირებისაკენ მოუწოდებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა , ,, ვფიქრობთ საჭიროა მივმართოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა დიპლომატიური არხით გავავრცელოთ ინფორმაცია სოხუმში ჩემპიონატის ჩატარების მიმართ ჩვენი უარყოფითი პოზიციის შესახებ. 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...