მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს სამართლიანი სასამართლოს

მამუკა ხაზარაძე: მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს სამართლიანი სასამართლოს

Published on

პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ  სააკაშვილი იმსახურებს სამართლიანი სასამართლოს.

“პარტია ლელო ამ აქციას არ უერთდება, შეიძლება ვიღაცამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს იქ მისვლა, ჩვენ ამას არავის არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, და არამარტო იგი, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ ამ ქვეყანაში, კიდევ ერთხელ, თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ სასამართლო სისტემა და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა მთელი ფოკუსი ჩვენი, ოპოზიციის უნდა იქნას მიმართული მეორე ტურებზე”, — ამბობს ხაზარაძე.

ევროპული საქართველო, გირჩი — მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი და სხვები ასევე არ უერთდებიან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას. დროას წევრები კი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ, თუმცა აქციას უერთდება პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია.

სიახლეები

დააკავეს ადვოკატი,რომელიც პატიმრის ოჯახს საქმის “ჩაწყობას” ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი 10 000 ლარი გამოართვა – შსს

თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ადვოკატი, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას მოტყუებით მოსთხოვა 10...

საია-სა და Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება-ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას...

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...