მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილს ეტყობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა, აჭარიდან თბილსში ხის გადარგვა...

,,ივანიშვილს ეტყობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა, აჭარიდან თბილსში ხის გადარგვა ეგონა” – ზაზა ხატიაშვილი ოლიგარქის ,,მოურავ” პრემიერს მიმართავს

Published on

”ბატონო გიორგი, თქვენი უგუნურობის და უუნარობის გამო, საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთხელ შერცხვა ევროპის მასშტაბით. – ნათქვამია "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ღია წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისადმი.
 
,,ევროპის საბჭოს ისტორიაში პირველად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი კანდიდატები, ზედიზედ მეორედ, კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების გამო ევროპის საბჭომ უკან დააბრუნა. ასეთი რამ არ მომხდარა არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში. დაახლოებით ერთი წლის წინ ღია წერილი მოგწერეთ და გაგაფრთხილეთ, არ დაგეშვათ ევა გოცირიძის წარდგენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად, მაგრამ ვერ გაგაგებინეთ. თქვენს მიერ მიღებული უაზრო გადაწყვეტილების გამო, ევროპის საბჭომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეთა კანდიდატები უკან დააბრუნა. – წერს ზაზა ხატიაშვილი. 
 
ივანიშვილს ეტყობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა, აჭარიდან თბილისში ხის გადარგვა ეგონა. ვინაიდან, თქვენი გაუაზრებელი მოქმედების გამო შევრცხვით და ევროპის საბჭომ დაგვავალა ახალი კანდიდატების შერჩევა, მოგმართეთ არ გაგემეორებინათ იგივე შეცდომა და არ დაგეშვათ ახალი კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანის დანიშვნა, ვინაიდან იგივე შედეგი გველოდა. გუშინ, ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებამ ”კურიერი“ აჩვენა ჩემი ხუთი თვის წინანდელი განცხადება, სადაც გაფრთხილებდი, რომ თუ კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იქნებოდა, მისი თავმჯდომარებით შერჩეულ კანდიდატებს უკან დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაგაგებინე. 
 
თეა წულუკიანი და ”ძმანი მისნი" წულუკიანისთვის მიუღებელ კანდიდატებს უწერდნენ ყველაზე დაბალ შეფასებას 1 ქულას, ასეთ კანდიდატებს გრაფაში ჰქონდათ შვიდი ერთიანი, რასაც ევროპის საბჭოს ასამბლეა არც ერთ ქვეყანას არ აპატიებს. მაგალითისთვის მოგიყვან პროფესორ კონსტანტინე კორკელიას, რომელსაც უფრო მეტი წიგნი აქვს დაწერილი ადამიანის უფლებებზე, ვიდრე კომისიის ზოგიერთ წევრს წაკითხული. კონსტანტინე კორკელიამ, რომელიც ლექციებს კუთხულობდა ევროპის უნივერსიტეტებში, ერთბალიანი შეფასებები დაიმსახურა, რაც ანომალიური მოვლენა და პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. 
 
ძალიან მეცოდებით ბატონო გიორგი, ვინაიდან ჩემი შეფასებით, ივანიშვილის კარზე მოურავის ფუნქცია გაკისრიათ. მაგრამ ვინაიდან გქვიათ ქვეყნის პრემიერი, არ დაუშვათ წულუკიანის, კომისიის თავმჯდომარედ დატოვება. ნუ შედიხართ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო პოლიტიკოსის სტატუსით. გაფრთხილებ, არასოდეს, ევროპის საბჭო არ დაუშვებს წულუკიანის მიერ შერჩეული კანდიდატის არჩევას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში”, – ნათქვამია ღია წერილში.
 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...