მთავარიUncategorizedგორში მოკლული ბრიტანელი ახალგაზრდა მამაკაცი მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია

გორში მოკლული ბრიტანელი ახალგაზრდა მამაკაცი მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია

Published on

გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 28 წლის კაცი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს, ბრიტანეთის მოქალაქე, თომას კენედია.

მან საქართველოს საზღვარი 30 აგვისტოს გადმოკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი იყო.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია.

ირკვევა, რომ 7 ოქტომბერს, მსხვერპლი ბრალდებულებთან ერთად ქეიფობდა რა დროსაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით კონფლიქტში მონაწილე პირები მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს.

ადვოკატების თქმით, ბრალდებულები ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ. მათ ბრალდებას სავარაუდოდ, დღეს წარუდგნენ.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...