მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ და დღეს – ორი ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობაზე. რას ეწირებიან მშენებლები?

გუშინ და დღეს – ორი ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობაზე. რას ეწირებიან მშენებლები?

Published on

დღეს დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და სამი მუშა მოიყოლა. კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
 
შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
 
გუშინ დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან 27 წლის ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა 27 წლის კოკა მიქიაშვილია. იგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა .  
" ცხოვრების მანძილზე შრომის და სწავლის მეტი არაფერი გაუკეთებია – ამბობს გარდაცვლილის დეიდაშვილი აკაკი ფარცვანია. – პროფესიით ენერგეტიკოსი იყო, კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ ოჯახს ეს შემოსავალი არ ყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ბავშვობაში დაობლდა, მამა გარდაეცვალა, მას და მის ძმას დედა ზრდიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოკა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა და ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, ამიტომ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა და სამწუხაროდ, ამ საქმეს შეეწირა”.

 
რა იწირავს ადამიანებს? შემთხვევითობა თუ მშენებლობაზე უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაუცველობა? ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს ეს კითხვაც კი აღარ აქვს – ყველასათვის ცხადია, რომ მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, შრომის უსაფრთხოებაზე მიმართული რეგულაციების არარსებობაში და იგნორირებაშია სახელმწიფოს, დამსაქმებლის მხრიდან. 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...