ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 87%-ს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს, 2%-ს კი არ მოსწონს. გიორგი მარგველაშვილი 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, ხოლო 21%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. მოწონების მაჩვენებლის მიხედვით, 1 პუნქტით ჩამოუვარდება პრეზიდენტს ირაკლი ალასანია. ის გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. დავით უსუფაშვილი 45%-ს მოსწონს, 25%-ს არ მოსწონს. კვლევის თანახმად, ენმ-ის წევრი დავით ბაქრაძე უფრო მეტ გამოკითხულს მოსწონს, ვიდრე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ბაქრაძეს 44% აქვს, პრემიერს – 40%. კახი კალაძე 37%-ს მოსწონს, 35%-ს არ მოსწონს. თინა ხიდაშელი 33%-ს მოსწონს, 34%-ს არა. ექსპრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი 30%-ს მოსწონს, 47%-ს არ მოსწონს. მანანა კობახიძე 28%-ს მოსწონს, ნინო ბურჯანაძე და ირმა ინაშვილი 26-26%-ს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
NDI: პრეზიდენტი – 52%, ალასანია – 51%, ბაქრაძე – 44%, პრემიერი – 40%
სიახლეები
სიახლეები
ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე...
სიახლეები
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...
სიახლეები
უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო
უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო. საუბარია სამი მილიარდ ორას მილიონ...
სიახლეები
მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს
მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრძანება, რომლესაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 25...