მთავარისიახლეებიპოლიტიკაიუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა- მოსამართლის...

იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა- მოსამართლის ერთადერთი მისაღები კანდიდატურა და ისიც მხოლოდ მესამე ცდაზე

Published on

იუსტიციის სამინისტრომ სამწუხაროდ ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც ძალიან სამწუხაროა, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას, რომლის თანახმად, სამი კანდიდატიდან მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნიეს სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად.
 
"რაც მოხდა ნიშნავს იმას, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა. იუსტიციის სამინისტრომ სამწუხაროდ ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, რაც ძალიან სამწუხაროა", – განაცხადა მიშველაძემ. 
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის კოლეგიამ საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთი, ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონა.
 
სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქარტველოდან წარდგენილი  მოსამართლეობის კანდიდატთა სიის დაწუნების ( ახლა უკვე მესამედ!) მიზეზებს  ოპოზიცია იმასი ხედავს, რომ ხეისუფლება კანდიდატებს არჩევს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ პარტიული პრინციპით. 
 
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი, საკუთარ ფეისბუქზე წერს: "კიდევ ერთი დაწუნებული სია და წულუკიანის კიდევ ერთი მარცხი სტრასბურგში! დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ლადო ჭანტურიაა სტრასბურგის მოსამართლეობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მიერ შერჩეული სამ კანდიდატიანი სია არის დაწუნებული, რადგან მათგან 2-ის კვალიფიკაცია არ შეესაბემა სტრასბურგის მოთხოვნებს. საქართველოდან წარდგენილი სია რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა, რომ წარდგენილი სამივე კანდიდატის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რეპუტაცია შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს სტანდარტებს. შესაბამისად, მთავრობას მოუწევს თავიდან შეარჩიოს მოსამართლეობის კანდიდატები. ეს უკვე მე-3 სიაა, რომელსაც სტრასბურგი უკან აბრუნებს. უსინდისო ტყუილია მოსამართლეთა შესარჩევნი ექსპერტთა პანელის გადაწყვეტილების ისე წარმოჩენა, რაც წულუკიანმა იკადრა. დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ წარდგენილი კანდიდატების სია კიდევ ერთხელ დაწუნებულია ექსპერტთა პანელის მიერ."
 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...