მთავარისიახლეებისპორტირონალდუ მადრიდის რეალში რჩება

რონალდუ მადრიდის რეალში რჩება

Published on

კრიშტიანუ რონალდუმ დაადასტურა, რომ კლუბის შეცვლა მის გეგმებში არ შედის. პორტუგალიელს "რეალთან" ერთად ტიტულების მოგების სურვილი ისევ აქვს. ინფორმაციას ამის შსახებ სპორტული გამოცემა Marca  ავრცელებს.
 
"გასულ სეზონში გუნდური და ინდივიდუალური ტიტულების მოგება შესანიშნავი იყო. კარგი იქნება, თუ "რეალში" ტიტულებს ისევ მოვიგებ. ყოველ წელს თავდაუზოგავი შრომაა საჭირო და ამის კეთებას ვაგრძელებ. ფეხბურთი ჩემი ცხოვრება და გატაცებაა" – ციტირებს Marca რონალდუს სიტყვებს.
 
 
რონალდუს მადრიდის რეალში დარჩენას ადასტურებს კლუბის მთავარი მწვრთნელი. ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ის [რონალდუ] ამჟამად ისვენებს და სამეფო კლუბს 12 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, "კლასიკოში" დაუბრუნდება.
 
"რონალდომ ექსტრა-არდადეგები დაიმსახურა. ჩვენ მას უბრალოდ დაველოდებით. კრიშტიანო "რეალში" რჩება, ამ ისტორიას წერტილი დაესვა", – განაცხადა ფრანგმა თავკაცმა. 
რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში არსებული საგადასახადო პრობლემების გამო, რონალდუ "რეალის" დატოვებას აპირებდა, მაგრამ უკანასკნელი ცნობებით, პორტუგალიელმა მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა.
 
"ოქროს ბურთის" მფლობელი, რომელსაც ზიდანმა დამატებითი შვებულება გამოუწერა, 8 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ევროპის სუპერთასზეც არ ითამაშებს. ის გუნდს 12 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, "კლასიკოში" დაუბრუნდება.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...