მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხელ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია, მას ქართული სასამართლო ვერ აწევს - გიორგი მარგველაშვილი

მიხელ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია, მას ქართული სასამართლო ვერ აწევს – გიორგი მარგველაშვილი

Published on

ამ ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებული ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტვ პირველთან განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯის მნიშნელობა საათობრივად იზრდება და მისი საკანში გამომწყვდევა “ქართული ოცნებისთვის” პრობლემის მოხსნას ასრულებით არ ნიშნავს.

მე არასდროს ვყოფილვარ სააკაშვილის ან მეგობარი, ან მისი პოლიტიკის გამზიარებელი, ყოველთვის ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგე ბანაკებში. მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იყო პრეზიდენტი და მე ვიყავი პრეზიდენტი, სააკაშვილს არც ერთხელ ჩემს მიმართ სიტყვა არ მოუზომია იმ ფონზე, რომ მე არც ერთხელ როგორც პრეზიდენტს მისთვის არ მიპასუხია.

ჩვენ არ გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ არ შეიძლება რომ მე არ ვაღიარო მისი გადაწყვეტილების და ნაბიჯის სიმტკიცე და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება.

ეს არის ის, რაც უნდა გაიაზროს ამ ჯგუფმა, რომელსაც დღეს მმართველობის სადავეები ხელში უკავია. მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ციხეში არ არის არანაირი პრობლემის გადაწყვეტა მათთვის … ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში სააკაშვილი ვერ იქნება ბრალდებული, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართელოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.  მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული სასამართლო მესამე პრეზიდენტის საქმეს “ვერ აწევს”.

“ქართული ოცნება” რას მოიმოქმედებს ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიციის ძალა გაიზრდება ამ არჩევნების მეორე ტურის შედეგად, შედეგი უნდა იყოს, რომ სააკაშვილის ბედზე უნდა შედგეს პოლიტიკური კონსენსუსი, იმიტომ, რომ ეს უკვე პოლიტიკური საქმეა, ეს არ არის სამართლებრივი საქმე. ქართული სასამართლო ვერ აწევს ამ საქმეს, თუნდაც რეპუტაციით”,~ – განაცხადა მარგველაშვილმა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...