მთავარისიახლეებისაზოგადოებაისევ მსხვერპლი მშენებლობაზე ხელისუფლების უუნარობის მიზეზით. როდემდე უნდა იმუშაონ ადამიანებმა უსაფრთხოების...

ისევ მსხვერპლი მშენებლობაზე ხელისუფლების უუნარობის მიზეზით. როდემდე უნდა იმუშაონ ადამიანებმა უსაფრთხოების მინიმალური პირობების გარეშე?

Published on

დღეს  დილით თბილისში,  დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და  ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მშენებელთა პროფკავშირების წარმომადგენლებმა უბედური შემთხვევის ადგილი დაათვალიერების შემდეგ განაცხადეს, არმოჩნდა, რომ  ობიექტს არც შრომის ინსპექტორი ჰყავს და არც უსაფრთხოების ბადეებია  დამონტაჟებლი.
 
მიხედავად იმისა, რომ მთავრობა ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ იწყებს საუბარს მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოების  რეგულაციების გამკაცრებაზე,  მაგრამ ცვლილებები არ ჩანს.
დღევანდელ შემთხვევასაც  კვლავ დაპირებებით გამოეხაურა თბილისის მერი დავით ნარმანია და ისევ სტანდარტული განცხადებით, რომ   რეგულაციები გასამკაცრებელია და ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე  კანონმდებლობაში.
 
”რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვა მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების პირობებში ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე მინიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, ობიექტს ჰქონდეს უსაფრთხოების ბადეები, იყოს შესაბამისად აწყობილი ხარაჩოები და ა.შ. სამწუხაროა ის, რომ კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან. არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული, ასე რომ, მნიშვნელოვანია გაუფრთხილდნენ თავიანთ დასაქმებულ ადამიანებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში. 
 
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით,  მიმდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე კი 271. მშენებლობაზე ტრამვირებულთა რიცხვმა 470 მიაღწია. 
 

 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...