მთავარისიახლეებიპოლიტიკაბადრი ჯაფარიძე: ,,ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ვილაპარაკე არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე და ჩვენი საჩივრების...

ბადრი ჯაფარიძე: ,,ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ვილაპარაკე არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე და ჩვენი საჩივრების სრულ იგნორზე ცესკო-ს მხრიდან

Published on

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ამ შეხვედრის შესახებ მედიისთვის კომენტარები გააკეთა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც პირველი გამოვიდა  შეხვედრიდან. მისი ინფორმაციით, ელჩთან  საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, ასევე  დამოკიდებულებას, რომელსაც ცესკო-ს წარმომადგენლები საჩივრებზე იჩენენ.

,,დღევანდელი შეხვედრა იყო არჩევნებთან დაკავშირებით, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ შევეჯახეთ. ვერ ვუწოდებ ამ არჩევნებს ვერც თავისუფალს და ვერც სამართლიანს. პირდაპირი მცდელობაა როგორმე არ მისცენ ოპოზიციას საშუალება დამსახურებული მანდატები მოვიპოვოთ.

მაგალითად, ბათუმში, სადაც იმარჯვებდა ლელოს მაჟორიტარული კანდიდატი,  950 ბიულეტენია გაბათილებული, თითქმის 10%. მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, რომ გადათვლილიყო მთლიანად ოლქი, აიღეს მხოლოდ ორი უბანი, სადაც გადათვალეს ბიულეტენების რაოდენობა . ჩვენი ყველა საჩივარი იყო უარყოფილი, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რომ აუცილებელია მოხდეს ოლქების გადათვლა. ყველგან სადაც კი უბანი გაიხსნა, „ლელოს“ აკლია ხმები, რაც პირდაპირ მიუთითებს დავალებაზე, რომ მოეპარათ ხმები.

უნდა გადაითვალოს მთლიანად ყველა ოლქი თბილისში,  საბურთალოზე  ოპოზიციას მიღებული აქვს გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე დღეს დაუწერეს. ამიტომ, ცხადია, უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს ვთხოვეთ, ჩაერთონ ისინიც. მთავარია არ დავუტოვოთ მათ მოპარული ხმები, რომელიც რეალურად გამოვლინდა ყველა უბანზე  –  ეს არის აუცილებელი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეს რწმენა, რომ მეორე ტურში შევძლებთ დავიცვათ ხმები.

ისინი აბსოლუტურად ინფორმირებულები არიან, ველოდებით მათგან ჩართულობას. ზედმიწევნით ადევნებენ თვალს ყველა საჩივარს, მოპყრობას და ნაბიჯს, რომელსაც დგამს ცესკო. ამიტომ, გვჭირდება მობილიზაცია, რომ დავიცვათ ხმები და მოვემზადოთ მეორე ტურებისათვის“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...