მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ჩემი მონაცემებით, პოროშენკო ურეკში ივანიშვილს შეხვდა...

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მონაცემებით, პოროშენკო ურეკში ივანიშვილს შეხვდა…

Published on

საქართველოს მესამე პრეზდენტი, ამჟამად უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე წერს, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკო შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ამ შეხვედრას ახასიათებს, როგორც ორი მილიარდელი ოლიგარქის, ორი ქვეყნის მმართველის გაერთიანებას  იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც თანამდებობა, ანუ მის  წინააღმდეგ 
 
,,ჩემი მონაცემებით, პოროშენკო თბილისში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ სპეციალურად გაემგზავრა ბათუმში, საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივ ხელმძღვანელთან – ივანიშვილთან შესახვედრად. 
 
შეხვედრა გაიმართა ურეკში, ივანიშვილის რეზიდენციაში, შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ჩემზე იყო საუბარი.
 
ივანიშვილი 100 პროცენტით რუსული პროექტია, ის "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი აქციონერია. მოკლედ ორი მილიარდელი ოლიგარქი, ორი ქვეყნის მმართველი გაერთიანდა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც თანამდებობა, ანუ ჩემს წინააღმდეგ : )
 
სამწუხაროდ მიხდება იმ ფაქტის კონსტატირება, რომ პოროშენკო მოცემულ სიტუაციაში იქცევა არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ როგორც ადამიანებით მოვაჭრე.
 
ამავდროულად საქმეში ჩაერთო ახმეტოვის რესურსები, მისმა არხმა შეიძინა ჩემს შესახებ ფილმი, რომელიც გადაღებულია ივანიშვილის დაკვეთით და გაზპრომის ფინანსებით, აღსანიშნავია, რომ ჯიბის ოპოზიციონერმა ლიაშკომ ისევ დაიწყო ხმამაღალი ყვირილი ჩემი უკრაინიდან გასახლების შესახებ. (https://www.facebook.com/O.Liashko/posts/1380721125329814?pnref=story)
 
მიუხედავად იმისა რა მოილაპარაკეს, მიუხედავად იმისა რა ნაბიჯებს გადადგამენ ჩემს წინააღმდეგ, მე ვაპირებ უფრო და უფრო გავააქტიურო ბრძოლა უკრაინისა და საქართველოს ყველა ჯურის ოლიგარქებისა და მათი თანამზრახველებისაგან გათავისუფლებისათვის, ისინი ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. – წერს მიხეილ სააკაშვილი
 
 
 
 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...