მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობა უნებართვოდ მცხოვრებ უცხო მოქალაქეებს უკან დააბრუნებს

საქართველოს მთავრობა უნებართვოდ მცხოვრებ უცხო მოქალაქეებს უკან დააბრუნებს

Published on

საქართველოს მთავრობა უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მიზნით რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს იწყებს. – განკარგულებები ამ  მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
 
უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის (უკან დაბრუნების) შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით,  მოლაპარაკებები ნოტების გაცვლის გზით გაიმართება ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დივუარის, კონგოს, გამბიის, ტუნისის, სომალის და განის მთავრობებთან.
 
მთავრობის ამ ნაბიჯს ,,ქართული მარშის'' ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე ეხმაურება: 
 
“დიახ, ეს არის ”ქართველთა მარშის” პირველი შედეგი. საქართველოს მთავრობამ საქართველოში უნებართვოდ მყოფ პირთა თავიანთ სამშობლოში უკან დაბრუნების პროცესი დაიწყო!!!''
 
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებების თანხმიერება ქართული მარშის ფაშისტურ სულისკვეთებასთან თუ  წინდაუხედაობა  ?  არც ქართველები  ქართველები ცხოვრობენ უცხოეთში მხოლოდ და მხოლოდ ნებართვის საფუძველზე. არის რეალური ნიშნები იმისა, რომ საქართველოს მთავრობა იქიდან  ამ ქართველების გამოძევებასაც შეუწყობს ხელს.   ამ ვითარებას ვერ ცვლის ის, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მან ისრაელის მთავრობასთან დაიწყო იქ არალეგალურად მცხოვრები ქართველების  უკან დაბრუნებასტან დაკავშირებით, შელამაზებულია სიტყვებით;; ხელშეწყობა ქართველების ღირსეულად დაბრუნებისთვის''.
 
 
 
 

 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...