მთავარისიახლეებიპოლიტიკადემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე დისკუსია გაიმართა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებაზე დისკუსია გაიმართა

Published on

„თვითმმართველი ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ – ამ თემაზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, მიზანი იყო მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გაგება და პრობლემის გამოსავლის მოძებნა. ექსპერტის, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით პრიორიტეტის სწორად დაგეგმვა ვერ მოხდება, რაც მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს. 
 
შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაართვეს. 
 
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ ჰქონდა და შესაბამისად მათ მხარი დაუჭირეს რაიონის და ქალაქის გაერთიანებას. ამასთან, მისივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება არ არის მოსალოდნელი.
 
აღნიშნულ განცხადებას შეხვედრის ორგანიზატორებთან ერთად არ დაეთანხმნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ წარმომადგენლმა ეგნატე შამუგიამ რაიონის და ქალაქის გაერთიანების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
 
შეხვედრა ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი პროექტის – “თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” ფარგლებში და ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-სთან ერთად, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა.
 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...