მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთოს მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა - კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე

ეუთოს მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა – კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე

Published on

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე კონგრესმენი ადამ შიფი საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. შიფი პას „ამერიკის ხმის ” თხოვნით ახდენს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებას და კომენტარის აკეთებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ

შიფის თქმით, მას ორივე საკითხთან დაკავშირებით აქვს შეშფოთების მიზეზი.

„ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა: სახელმწიფოს მიერ კანდიდატების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება და მათ მხარეს ჩარევა, ხმების დათვლა, ასევე ამომრჩევლის დაშინების ძალისხმევა.

მე ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ, სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი. მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. ეს რთული დროა. რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის, სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება“, უთხრა კონგრესმენმა შიფმა „ამერიკის ხმას“.

მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშინგტონი მოვლენების განვითარებას ახლოს აკვირდება. “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განუცხადა დეპარტამენტმა “ამერიკის ხმას”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...