მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს ფაშიზმი! – ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს ფაშიზმი! – ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

Published on

„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნამდე მივიდნენ, სადაც აქცია უნდა დასრულდეს. 
 
აქციის მონაწილეებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს ფაშიზმი და საქართველო ყოველთვის იქნება თავისუფალი, ევროპული ქვეყანა. 
 
როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, დღევანდელი აქცია არის ანტიფაშისტური აქცია. დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოში ფაშიზმის სერიოზული გამოვლინებები შეიმჩნევა, რაც თავის მხრივ პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ხელისუფლებათან.
 
”პიროვნულად შეიძლება ჩავყვეთ, ვინ ვისთან როგორ ახლოს დგას და ვინ გრძნობს თავს სრულიად დაუსჯელად, რაც არ უნდა ჩაიდინოს”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით დარჩიაშვილმა. 
 

მარშის დასასრულ შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი, ასევე, გაუშვეს ფოიერვერკი. დღვანდელი მსვლელობისას გარკვეული ინციდენტი მოხდა რკინიგზელთა სახლის მიმდებარედ, როცა „ევროპული საქართველოს“ მსვლელობის მონაწილეებს ე.წ. „ქართული მარშის“ მხარდამჭერებმა კვერცხები, წყლით სავსე ბოთლები და ცოცხები ესროლეს. 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...