მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაეღება თუ არა საქართველოს კარი იგორ გიორგაძეს, ვისთვის - ,,არაჩვეულებრივ პიროვნებას'', ვისთვის...

გაეღება თუ არა საქართველოს კარი იგორ გიორგაძეს, ვისთვის – ,,არაჩვეულებრივ პიროვნებას”, ვისთვის – ჩვეულებრივ ტერორისტს და მოსკოვის ემისარს?

Published on

უშიშროების ყოფილი მინისტრის,  ა ედუარდ შევარდნაძის მიმართ 1995 წლის აგვისტოში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული იგორ გიორგაძის განცხადებას, რომ უახლოეს ხანში საქართველოსი დაბრუნებას აპირებს, ხელისუფლებასა და საზოგადიებაში განსხვავებული რეაქცია მოყვა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, იგორ გიორგაძეს საქართველოში დაბრუნება შეუძლია.
„მე რამდენადაც ვიცი არანაირი სამართლებრივი დევნა მასზე არ ხორციელდება. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და მას შეუძლია ჩამოვიდეს ქვეყანაში არავინ მას არ დევნის, სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული“ – აცხადებს ფოფხაძე.
 
სრულიად განსხვავებულად ფიქრობს საზოგადოების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათ შორის ერთერთი  ინტერნეტმომხარებელი  სპირიდონ საღარაძე:
,,იგორ გიორგაძე არის ჩვენთან საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი, მათი ზაწოლით მაშინდელი შევარდნაძის მთავრობა იძულებული იყო დაენიშნა უშიშროების მინისტრად, რაც იმით დასრულდა, რომ გიორგაძეს დაბრალდა საქართველოს მაშნდელი პრეზიდენტის (კარგი თუ ცუდი – ეს სხვა საუბრის თემაა) წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, რის შემდეგაც ეს უშიშროების მინისტრი გააპარეს რუსეთის სპეცსამსახურებმა თავიანთი სამხედრო ბაზიდან. მას შემდეგ იძებნებოდა, როგორც ბრალდებული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, როგორც მრავალი სისხლიანი ტერაქტის ორგანიზატორი (ერთ-ერთი – გია ჭანტურიას დაღუპვა). ამის შესახებ არაფერი იცის ყოვლისმცოდნე „ზნატოკმა“?! საკვირველია, პირდაპირ… პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის საქმე დაიხურა?! სხვა კვალზე გავიდნენ?! სახელმწიფო ვართ, ბოლოსდაბოლოს თუ ცხვრის ფარა…''
 
თავად იგორ გიორგაძის განცხადებით, მისმა ადვოკატმა პროკურატურაში მოთხოვნა შეიტანა მისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის შესახებ. ამავე თხოვნით ადვოკატმა არასამთავარობო ორგანიზაციებსაც მიმართა.
„ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ ჩემს ჩამოსვლაზე. მე არანაირი ბრალი არც ერთი ხელისუფლებისგან არ ამქვს. არც ერთი, სასამართლოს მხრიდან ჩემს წინააღმდეგ ბრალი გამოტანილი არ ყოფილა. სამგზის მივმართე საქართველოს მთავრობას, 
სასამართლოს ჩატარებაზე თუმცა უშედეგოდ. ბრალდება ჩემთვის არც ერთ ხელისუფლებას არ წაუყენებია ამიტომაც ვერ ვხედავ ხელის შემშლელ პრობლემას“, – ამბობს გიორგაძე.

 
გიორგაძის განცხადებას  და გედევან ფოფხაძის ,,ნებართვას''  სარკასტულად ეხმიანება ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: ,,მოდი, იგორ, ძმაო. ასლან, შენც ჩამოდი. გენერალო დუმბაძე, აღსდექ, ვითარცა ლაზარე და ჩამოფრინდი. თენგიზ, ო, დიდო ხელოვანო, მოიმარჯვე ფუნჯი შენი. დიდო დავით, თევზაძე, მოამზადე ლეგენდარული რაგატკები და საერთოდ, ჩარეცხილებო, ამოტივტივდით, ახლა თქვენი დროა, თქვენი საქართველო აქ არის!''
 
შეგახსენებთ, იგორ გიორგაძე გამამართლებელ განაჩენს რუსეთში ელოდება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ბრალდების მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა და  რამდენიმე თვეში დასრულდება. სწორედ ამ დროს გაირკვევა, ჩამოვა თუ არა უშიშროების ყოფილი მინისტრი, რომელმაც 23 წლის წინ თავი რუსეთს შეაფარა. 

 
ადვოკატების ინფორმაციით, შოთაძის უწყება გიორგაძის ბრალის დამტკიცებას 23 წლის წინ მოპოვებული მტკიცებულებებით ცდილობს. საქმის სასამართლოში გადაგზავნის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.
ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საფუძველს სახელმწიფო ბრალდება ვერ ხედავს. შოთაძის უწყებაში სჯერათ, რომ სასამართლო გიორგაძეს დამნაშავედ სცნობს.
 
იგორ გიორგაძე, რომელიც წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში წლების განმავლობაში ირიცხებოდა, ბაზაში ერთი წელია, აღარ იძებნება. პროკურატურა ინტერპოლის გადაწყვეტილებას გიორგაძის ძებნილთა სიიდან ამოღების შესახებ "გაურკვევლობად, აფასებს.
 
 
 

 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...