მთავარისიახლეებისაზოგადოებაყაზბეგში გაიხსნა საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო"

ყაზბეგში გაიხსნა საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო “სნო”

Published on

ყაზბეგში დღეს ოფიციალურად გაიხსნა საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო "სნო" . – ინფორმაციას ამის შესახებ იმედინიუს გე ავრცელებს.
სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის ინიციატივით, მისივე რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა.
 აქ სასტუმროს აშენების ძირითადი იდეა იმაში იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ მოწყდეს აქაურობას და დასაქმდეს. სასტუმროს ძირითადი შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და სოფლის განვითარებას მოხმარდება. სასტუმროში სულ 34 ნომერია.
 
 
დღეს, ყაზბეგში საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმრო „სნო" გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

გახსნის საზეიმო ცერემონიას პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასტუმროს გახსნაზე  მივიდა შვილთან ერთად, რომელიც გუშინ მოინათლა.
 
"ადამიანი შეიძლება დაიღალოს, მაგრამ იმდენი ძალა მოიკრიბოს, რომ გააგრძელოს თავისი გზა,"-ეგ განცხადება საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ახალი სასტუმროს "სნოს" გახსნაზე გააკეთა, სასტუმრო სნოს ხეობაში აშენდა და მისი მოგება სოციალურად დაუცველებს უნდა მოხმარდეს.
 
"ადამიანი შეიძლება დაიღალოს, მაგრამ იმდენი ძალა მოიკრიბოს, რომ გააგრძელოს თავისი გზა. ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვან რეგიონში ესაა სნოს ხეობა, ხევი, რომელიც იცავს საქართვლოს ჩრდილოეთი მხარედან. ეს სასტუმრო აშენდა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ისარგებლოს მატერიალური სარგებლით. ეს აშენდა იმისთვის, რომ ნახოთ და გაიმეოროთ სხვა რეგიონებში მსგავსი მოქმედება. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამშობლოს დასახმარებლად და მე ვაჩვენე ამის მაგალითი. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ ყველაფერი მოდის – მოსავალი, ჰაერი. ყველაფერი მოგვცა ჩვენ ღმერთმა ამიტომ ვისარგებლოთ ღვთის წყალობით. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ დავუბრუნდებით შრომას. შრომა ესაა მკურნალი ადამიანისა. მე მადლობელი ვარ ყველასი ვინც მობრძანდა. ღმწრთმა დაგლოცოთ, რემერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,"- ბრძანა პატრიარქმა.
 
  „თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, ვისწავლეთ რწმენა ფანატიზმის გარეშე, შებრალება შეცოდების გარეშე. თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი.. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ, ქართული ეკლესიის მეშვეობით, ქართულ სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, პოლიტიკურ პროცესებზე ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის გავლენა უდავოა““, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  პატრიარქს .
 

„ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ხალხმა გადარჩენა და იმ იდენტობის შენარჩუნება, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენი ერისთვის რწმენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  და მას მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ გააჩნია. ეკლესია და სახელმწიფო ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი მისი ნაწნავით. სეკულარიზმი უადგილოა, რადგაც ჩვენი სახელმწიფო და რელიგია დამოუკიდებელია. ამ მოდელის განმტკიცებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქის ცხოვრებას და მოღვაწეობას შესახებ გამოცემულ წიგნზეც ისაუბრა, რომლის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „სნოში“ შედგა.
 

სასტუმროს დღევანდელ ოფიციალურ გახსნას წინ უძღოდა  სნოში ჩასული  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გუშინ აღვლენილი საღამოს ლოცვა.  ლოცვას ესწრებოდნენ  ქვეყნის პრემიერმინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. 
 
 
 
 
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...