მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხელისუფლება ,,ქართული მარშის'' მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად იყენებს''- სალომე სამადაშვილი

,,ხელისუფლება ,,ქართული მარშის” მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად იყენებს”- სალომე სამადაშვილი

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, აღნიშნავს, რომ ე.წ. ქართული მარშის მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ.
 
ის აცხადებს, რომ ფაშიზმის გავრცელებას ხელისუფლებაც გარკვეულწილად ხელს უწყობს, რადგან, , სამწუხაროდ, არათუ არ ებრძვის, თვითონ აძლევს გასაქანს ქსენოფობიურ თემებს.
 
„სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, საკუთარი ქვეყანა დაიცვას ამ საფრთხისგან, რომლის წყარო და საიდანაც ეს საფრთხე მოდის, რა თქმა უნდა, არის პუტინის რეჟიმი და კრემლი, ამას არა თუ არ აკეთებს, არამედ ხელს უწყობს,“ – -აცხადებს სალომე სამადაშვილი. – სწორედ ხელისუფლება უკეთებს სუბსიდირებას „კრემლის რუპორ“ საინფორმაციო საშუალებებს, იღებს პირდაპირ ქსენოფობიურ თემებს და მათ აძლევს საზოგადოებაში განვითარების და გაფურჩქვნის შესაძლებლობას“. სალომე სამადაშვილს ამ განცხადების დასასაბუთებლად მაგალითად მიწის კანონის მიღება მოჰყავს.
 
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  ,,ქართული მარშს'' დღევანდელი ხელისუფლების ყოფილი წევრები კურირებენ, მაგალითად, კი სანდრო ბრეგაძე მოჰყავს.
 
„რეალურად, მე მივიჩნევ, რომ როგორც ქართული მარშის ორგანიზატორები, ასევე პატრიოტთა ალიანსი, რომელის, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე შემადგენელი პოლიტიკური პროექტია, არიან სატელიტები, რეალურად, დღევანდელი ხელისუფლების,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
 
შეგახსენებთ, დღეს 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, ფაშიზმის წინააღმდეგ დაანონსებული აქცია ჩატარდება. პარალელურად იგეგმება „ქართველთა მარშის“ წარმომადგენელთა აქცია.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...