მთავარისიახლეებისაზოგადოებაისლანდიაში მყოფმა მეგობრებმა 40-მდე მანქანა იქირავეს და ჩანჩქერთან დაკარგულ ...

ისლანდიაში მყოფმა მეგობრებმა 40-მდე მანქანა იქირავეს და ჩანჩქერთან დაკარგულ ნიკა ბეგაძეს ეძებენ

Published on

ისლანდიაში, სავარაუდოდ, ჩანჩქერში გადავარდნილი  ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოებში ისლანდიაში მყოფი მისი ყველა მეგობარია ჩართული. – ინფორმაციას ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსი'' აქვეყნებს.
 
დაკარგული ქართველის მეგობრები ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ჩანჩქერთან მდებარე კაფესთან დამონტაჟებულ კამერაში კარგად ჩანს, როგორ ჩადის ნიკა ბეგაძე ჩანჩქერთან, თუმცა უკან მისი ამოსვლა ვიდეომასალაში აღარ ჩანს.
ახლობლების თქმით, ნიკა ბეგაძის მეგობრებმა 40-მდე მანქანა იქირავეს და ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურებთან ერთად დაკარგულს ეძებენ. 
ნიკა ბეგაძის მანქანაში, რომელიც ჩანჩქერთან ახლოს არის ნაპოვნი, აღმოჩენილია კარავი, საჭმელი და გადატეხილი ტელეფონი. 
 
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა რაც ეძებს.

სიახლეები

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო...

უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის 16 300 ლარს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...