მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდი პროპორციულშიც წააგო, საკრებულოში კი უმრავლესობა დაკარგა

“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდი პროპორციულშიც წააგო, საკრებულოში კი უმრავლესობა დაკარგა

Published on

ცესკოს მონაცემების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდში მარცხი განიცადა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შედეგებით. ასევე, მეორე ტური გახდება საჭირო ზუგდიდის არჩეული მერის გამოსავლენად – 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ენმ-ს მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ მის მთავარ კონკურენტზე “ქართული ოცნებიდან” – მამუკა წოწერიაზე 3%-ით მეტი ხმა მიიღო.

პროპორციული შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 43.16%
„გახარია-საქართველოსთვის – 10.64%
„ლელო“ – 1.44% (741 ხმა);

აქვე გეტყვით, რომ ზუგდიდის 15 მაჟორიტარული ოლქიდან “ოცნებამ” მხოლოდ 5 მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის საკრებულოში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. 45 წევრიან საკრებულოში, “ოცნებას” 5 მაჟორიტარი პლუს პროპორციული სიით გათვალისწინებული წარმომადგენლები ეყოლება და სულ დაახლოებით 13-14 მანდატი ექნება.

ენმ-ს საკრებულოში 9 მაჟორიტარი პლუს პროპორციული სიით გასული ეყოლება, ანუ 14-15 მანდატი ექნება.

პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, რომელმაც ხმების 10,6% მიიღო, ზუგდიდის საკრებულოში 3 წევრით იქნება წარმოდგენილი. ამ პარტიას კანდიდატები ჰყავდა მაჟორიტარულ ოლქებშიც, მაგრამ ვერცერთში ვერ გაიმარჯვა.

რაც შეეხება კიდევ ერთ მანდატს, მისი მფლობელის ვინაობას მეორე ტური გადაწყვეტს, სადაც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ “ოცნებისა” და ენმ-ს კანდიდატი. ჭითაწყარი, ცაიში, ურთა, ცაცხვის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში 40%-იანი ბარიერის გადალახვა 2 ოქტომბერს ვერცერთმა ვერ მოახერხა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...