მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მესამე პრეზიდენტთან სამომავლო გეგმებზე და გარდაუვალ გამარჯვებაზე ვისაუბრეთ'' - თინა ბოკუჩავა

,,მესამე პრეზიდენტთან სამომავლო გეგმებზე და გარდაუვალ გამარჯვებაზე ვისაუბრეთ” – თინა ბოკუჩავა

Published on

ენმ-ს წევრი  თინა ბოკუჩავა რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან , სადაც  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

,,10 წელია ვიცნობ პრეზიდენტ სააკაშვილს და მინდა გითხრათ, რომ დღეს მე ყველაზე მეტად დავინახე ის მიშა, რომელიც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად უყვარს და ეს არის მიშა, რომელიც უზომოდ შეყვარებულია საკუთრ ქვეყანაზე”​ – განაცხადა მან.

ბოკუჩავას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტთან სამომავლო გეგმებზე და გარდაუვალ გამარჯვებაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს რომ პოლიტიკური პატიმარია, რაც ბოკუჩავას შეფასებით სიმართლეა, რადგან მის ბრალდებებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

“ძალიან მარტივად მითხრა, რომ მისი შემოსვლა ქვეყნაში მოხდა ყველა პროცედურის და კანონის დაცვით. დამატებითი დეტალები  არ უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ექნება მედიასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და თუ საჭიროდ ჩათვლის, თავად მოგახსენებთ” ამბობს ბოკუჩავა.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...