მთავარისიახლეებისაზოგადოებალაშა ტუღუში: ,,რუსეთის სახელმწიფო არხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ და მათი ტრანსლირება უნდა...

ლაშა ტუღუში: ,,რუსეთის სახელმწიფო არხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ და მათი ტრანსლირება უნდა აიკრძალოს”

Published on

რუსეთის სახელმწიფო არხები საქართველოს მოსახლეობას წამლავენ და მათი ტრანსლირება უნდა აიკრძალოს. საქართველომ უნდა შეხედოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად ლიტვას და  უკრაინას, რომელთაც  ჩახსნეს  ეს არხები თავიანთი საინფორმაციო სივრცეებიდან- ამ ინიციატივით გამოვიდა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში 
 
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტები საქართველოსთვის დიდი ფუფუნებაა და იშვითად არსებობს.
 
“ჩვენ, მაგალითად, არ გვაქვს განსაზღვრული, თუ რას ვუშვებით იმ რუსულ არხებს, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას წამლავენ. ამაში, სამწუხაროდ, საკაბელო არხები ფულს აკეთებენ. ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან მარტივად, იოლად და ვხედავთ, როგორ იზრდება ამ საწამლავის შედეგად პრორუსული განწყობები საქართველოში. მანქანა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, ახდენს ზეგავლენას ადამიანების განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, მათ შორის, კონფლიქტთან მიმართებაში. ასეთ დაწოლას ხშირად პრობლემურად აღიქვამენ ძალიან განვითარებული ქვეყნები, ისინი საპირისპირო მიმართულებით დიდ ფულს ხარჯავენ. რუსეთი პროპაგანდისთვის მილიარდებს ხარჯავს და ჩვენ ამას რას ვუპირისპირებთ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ამისთვის”, – განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, რუსული სახელმწიფო არხები ან სამართლებრივი გზით უნდა შეიზღუდოს, ან მათზე პირდაპირ უარი უნდა ვთქვათ.
 
“სამართლებრივი გზით უნდა შევზღუდოთ ეს არხები იმიტომ, რომ ისინი ეწევიან ომის პროპაგანდას, სიძულვილს თესავენ. მაშინ, როცა ჩვენი არხები ჩვენი კანონმდებლობით მოწყვლადები არიან, რუსული არხების მიმართ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. არსებობს სამართლებრივი გზა, რომ შემოიყვანო ისინი შენს სივრცეში, შესაბამისი საქნციები გამოიყენო მათ მიმართ და ასეთი ბერკეტი საქართველოს დღეს არ გააჩნია. მეორე გზა არის ის, რომ პირდაპირ უარი ვთქვათ ამ არხებზე, სულ ცოტა საკაბელო არხებმა. არ ვიცი, ეს რაინაირად შეიძლება გაკეთდეს. ყოველშემთხვევაში, თუ იცი, რომ საწამლავს ყიდი, ის არ უნდა გაყიდო. ეს არის მორალური თემა. მე პირადად ერთი მოქალაქე მოვუწოდებდი, რომ ეს დამოკიდებულებები გადაისინჯოს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ ეს დემოკრატია არ არის და დემოკრატია არის პლურალიზმი, მაგრამ რა პლურალიზმზე ვსაუბრობთ, როცა საქმე არ გაქვს მედიასთან. რუსეთის სახელმწიფო არხები მედია არ არის, არამედ ეს არის არხი, საიდანაც შემოდის საწამლავი ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე არ მგონია, რომ აქ სტანდატრული დემოკრატიული რიტორიკით უნდა ვილაპარაკოთ. მით უფრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ ამ ქვეყანასთან, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა ტუღუშმა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...