მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია: გამოიკვეთა ორი პარალელური საქართველო - ერთი დანახულია „ქართული ოცნების“,...

NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია: გამოიკვეთა ორი პარალელური საქართველო – ერთი დანახულია „ქართული ოცნების“, მეორე კი ყველა სხვა მხარის მიერ

Published on

საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა, – ამის შესახებ NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი.
 
დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ ერთი საქართველო დანახულია „ქართული ოცნების“, მეორე კი პროცესში ჩართული დანარჩენი მხარეების მიერ. 
 
„საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა. ერთი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ და ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია და რეფორმები, რომლის მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის. მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. პოლიტიკური გარემოს განსხვავებული შეფასებები და მმართველი პარტიის თვითიზოლაცია უფრო მეტ შინაარსობრივ და ინკლუზიურ კონსულტაციებსა და განხილვებს მოითხოვს. ამის უგულებელყოფამ შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს ჩრდილი მიაყენოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს“, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
 
მათივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს თავისი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული. ასევე, საარჩევნო პროცესის სანდოობის მიმართ მათი მოლოდინი მაღალია. 
 
„ამ ამბიციებისა და ფართო დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გათვალისწინებით, დელეგაციამ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა გამოკვეთა. საარჩევნო ადმინისტრაცია თითქმის ყველა მხარის ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა, ფართომასშტაბიანი შეშფოთების საგნად რჩება; მედიის გამოწვევაა, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი საარჩევნო ალტერნატივების შესახებ იმ პირობებში, როცა – ერთი შეხედვით – პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება; სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრულ დამოკიდებულებებს იწვევს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...