მთავარისიახლეებისაზოგადოებარეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი იყოს

რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი იყოს

Published on

მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, იქ შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ამის შესახებ ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ მერიაში ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამართული საჯარო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ქალაქის პირველი პირის ინფორმაციით, ჯერ დაზუსტებული არ არის თუ რა საფასურის გადახდა მოუწევს ბაღის დასათვალიერებლად შესულ პირს, თუმცა მისივე თქმით, შემოსული თანხა მთლიანად ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობას მოხმარდება.
 
ქალაქ ზუგდიდის მერის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი პირვანდელ სახეს დაუბრუნდება, ამასთან, ირაკლი გოგოხიას თქმით, სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
 
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში ხორციელდება. მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. 
 

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...