მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილისა და ანაკლიელი მეთევზის ამბავი - ლაშა ბერულავასგან

მიხეილ სააკაშვილისა და ანაკლიელი მეთევზის ამბავი – ლაშა ბერულავასგან

Published on

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში აღწერს ერთ პატარა (?) ამბავს,  რომელიც ანაკლიელი მეთევზის ოჯახს შეემთხვა და არ შეიძლება გულგრილი დატოვოს ვინმე, ვისაც ,,მიშას  ტემპების'' ნოსტალგია აქვს დღევანდელი  სტაგნაციის ( რბილად რომ ვთქვათ)  პირობებში. 
 
,,არ მახსოვს, რომელი წელი იყო, ანაკლიაში მეთევზემ დილით ადრე დაქოქა თავისი "ვოლგა გაზ 21", გავიდა სანაპიროზე, იქ ნავში გადაჯდა და ადრიანი დილის, ტბასავით მოლივლივე ზღვაში შეცურა. 
ნაპირს კარგად რომ გაშორდა, ხედავს, მოტორიანი ნავი მოდის განმუხურის მხრიდან, სამი კაცია ნავზე. როცა მიუახლოვდნენ, გამორთეს ძრავი და მეთევზემ ერთი – მიხეილ სააკაშვილი იცნო. 
 
გამოელაპარაკა პრეზიდენტი და ბოლოს უთხრა, ახლა შენს ნავზე გადმოვალ და მერე შენთან, სახლში წავიდეთო. გავიდნენ ნაპირზე ერთად, მიშამ უთხრა, შენი მანქანით წამოვალ, მანქანა არ მყავსო. 8 საათი არაა ჯერ.
 
ამოიღო "ბარდაჩოკიდან" დამტვერილი მობილური მეთევზემ, ცოლი გააღვიძა, მიხეილ სააკაშვილი მომყავს სტუმრად, სუფრა გაშალეო. შეშფოთდა ცოლი თურმე, ზღვაში ხომ არ გადავარდი და ქვას ხომ არ დაარტყი თავიო, მაგრამ გაუმეორა მეთევზემ – 10 წუთში მანდ ვარ და გააკეთე, რასაც გეუბნებიო. 
 
გამოსულა ცოლი და მეზობლებისთვის შეუჩივლია, გამიგიჟდა ქმარიო. ამ ამბავშია და ერთიც ვნახოთ, ავარდა მტვერი შარაგზაზე და გაჩერდა ჭიშკართან "ვოლგა გაზ 21", საიდანაც ყურებამდე გაღიმებული სააკაშვილი გადმოვიდა. 
კომბოსტოს მწნილი გასინჯა და ორი ჭიქა ჭაჭაც დალიაო, დღემდე ირწმუნება ის მეთევზე. 
 
ჟურნალისტებმა არ ვიცოდით არაფერი, მერე ემა გოგოხიამ გაიგო ეს ამბავი და ექსკლუზივზე გავარდა, მაგრამ მიშას მაინც ვერ მიუსწრო, მგონი. 🙂
 
ის დრო იყო, ქე რო განმუხურის ბანაკი შენდებოდა: ზოგჯერ დღეში ორჯერ ჩადიოდა პირადად პრეზიდენტი, რომ მუშაობის ტემპი შეემოწმებინა. 
 
მაშინ აშენდა განმუხური, მერე ანაკლია მიჰყვა. 
 
ასე შენდება სოფელი, ისე კი არა, ზოგს რომ ჰგონია, ქუთაისში 30.000 სტუდენტისთვის ქალაქს ვაშენებო და ბაყაყების ყიყინი ისმის.
 
ასე იყო. 🙂

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...