მთავარისიახლეებიკულტურაGem Fest-ზე დღეს Martin Garrix დაუკრავს

Gem Fest-ზე დღეს Martin Garrix დაუკრავს

Published on

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest განმუხურის ტერიტორიაზე გრძელდება. მუსიკის მოყვარულებისთვის დღეს ახალგაზრდა DJ, 22 წლის Martin Garrix დაუკრავს. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ამ დროისთვის მარტინ გარიქსის კონცერტზე დასწრების მსურველთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, 15 000 ადამიანმა რეგისტრაცია უკვე გაიარა, თუმცა კონცერტზე დასწრების მსურველთა რაოდენობა მზარდია. ორგანიზატორების თქმით, რეგისტრაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 
 
ფოტო: Gem Fest
 
წარმოშობით ჰოლანდიელი DJ, 22 წლის მარტინ გარიქსი Gem Fest-ის მთავარ სცენაზე დღეს, გვიან ღამით, თბილისის დროით პირველ საათზე გამოვა და მსმენელებს განსაკუთრებულ შოუს შესთავაზებს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, შოუს მიმდინარეობისას მაყურებლებს დღესაც ელოდებათ სიურპრიზები, თუმცა კონკრეტულად რა, ამაზე წინასწარ არ საუბრობენ. მარტინ გარიქსის კონცერტი განმუხურის სცენაზე ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება. 
რაც შეეხება მუსიკოს ბიოგრაფიას, ის შთამბეჭდავად გამოიყურება. Martin Garrix – ჰოლანდიელი დიჯეი და პროდუსერი, კლუბ Hi Ibiza-ს რეზიდენტი და Dj Mag-ის გამოკითხვით 2016 წლის საუკეთესო დიჯეია. მის კარიერულ აღმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის Tiesto-ს, რომელმაც 2012 წელს ახალგაზრდა Garrix აღმოაჩინა. 
 
ფოტო: Martin Garrix Facebook
 
მარტინის პირველი და ყველაზე დიდი ჰიტი იყო Animals, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ჩარტებში მოხვდა მოწინავე პოზიციაზე და EDM სივრცეში წლის ყველაზე პოპულარული ჰიტი გახდა. ამ პერიოდიდან 2015 წლამდე ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი ლეიბლს Spinnin Records-ის მთავარი სახე გახდა, თუმცა 2015 წლის შემდეგ მან საკუთარი ლეიბლი STMPD RCRDS დაარსა. 
 
ფოტო: Martin Garrix Facebook
 
პარალელურად იგი თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Justin Bieber, Tiesto, Dimitri Vegas & Like Mike, Afrojack, Dillon Francis და ა.შ. ამავე წელს იგი Dj Mag-ის გამოკითხვაში წლის საუკეთესო დიჯეებს შორის მესამე ადგილზე გავიდა, 2016 წელს კი პირველობა არავის დაუთმო და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნომერ პირველი დიჯეი გახდა.
 
რაც შეეხება Gem Fest-ს – ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა განმუხურის ტერიტორიაზე სტარტი 14 ივლისს აიღო და 14 აგვისტოს დასრულდება. ის ფესტივალ „Check in Georgia-ს“ ფარგლებში იმართება. ანაკლია-განმუხურის ტერიტორია მას უკვე მესამედ მასპინძლობს.
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...