მთავარისიახლეებიკულტურაფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

Published on

დღეს ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იხსნება.
 
ფესტივალი ერთ კვირას ( 21-30 ივლისი) გასტანს.  საფესტივალო ღონისძიებები, სპექტაკლების ჩათვლით,  ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.
ფესტივალსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თეატრალურ დასებთან ერთად  მონაწილეობას მიიღებენ ირანის, პოლონეთის, უკრაინის , რუსეთის თეატრები.
 
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალს ასევე დაესწრება სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების დირექტორატი (მოლდოვა, ბელორუსია, სომხეთი, ესპანეთი, ირლანდია, პოლონეთი, ისრაელი, იტალია, სერბეთი). 
 
 ფოთის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაშია:  რეგიონული თეატრების შოუ-ქეისი,  რომლის მიზანია ქართული თეატრების წარმომადგენლებს მიეცეთ საერთაშორისო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა და   ევროპის სხვადასხვა პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის შანსი. აგრეთვე ვორქ-შოპები და მასტერკლასები,  სემინარი „თეატრის მართვა და თანამედროვეობა“.
 
ფესტივალი 30 ივლისს, სპეციალური პერფორმანსით დაიხურება, რომელსაც იტალიიდან მოწვეული მსახიობი და რეჟისორი კლაუდიო დი მალიო დადგამს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართული რეგიონული თეატრების მსახიობები.
 
ფესტივალის ორგანიზატორები არიან კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ , ფოთის ვ. გუნიას სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი, მოძრაობა ევროპის სულისთვის და ფონდი კავკასია.
 
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. .

სიახლეები

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...

3 აპრილს, 12:00 საათზე მოსაყდრის მოწვევით წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და...

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...