მთავარისიახლეებითქვენს იმედზე ვარ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც - მიხეილ სააკაშვილი...

თქვენს იმედზე ვარ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც – მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, ახლა ბათუმში იმყოფება, სულ მალე კი თბილისში იქნება.

“აი, ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, რაც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს… ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ მივცეთ ხმა. შემდეგ სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნებით ასი ათასი ადამიანი, ვერავინ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება განვითარების გზას.

აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სოცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...