მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა ხელაძის მკვლელობის საქმე: დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ...

ანა ხელაძის მკვლელობის საქმე: დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა – აცხადებს პროკურორი

Published on

უზნაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
 
 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ელენე გოგუაძემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა.
 
"დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი", – განაცხადა მოსამართლემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა და სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ადვოკატი მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც რობერტ ახალაიამ ბრალდებულის სტატუსი შეიძინა. მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის საფრთხეები, რომელიც მოცემულ ვითარებაში სახეზე იყო, კერძოდ, მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.
 
საქმის პროკურორის გრიგოლ ბიბილაშვილ თქმით, გამოზიება  ახალაიას გაბზრახ მკვლელობას ედავება -,, დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა.
ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. 
 
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა რობერტ ახალაიამ გოგონას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი ფოთში იქნა დაკავებული. ახალაიას ჩანთიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, ხოლო ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც დანაშაული აღიარა.
 
პროკურორმა ასევე განმარტა, თუ რატომ ითხოვდა ბრალდების მხარე ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. ერთ-ერთ მიზეზად პროკურორმა მიმალვის საფრთხე დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ საფრთხეს რობერტ ახლაიას დედის რუსეთის ფედერაციაში ყოფნა ზრდის.
 
ბრალდებულ რობერტ ახალაიას განცხადებით, მას თავიდან არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, თუმცა ფოთში ჩასვლის შემდეგ გადაწყვიტა, პოლიციაში მისულიყო. 
"თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც მოვიდნენ სამართალდამცველები და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი", – განაცხადა რობერტ ახალაიამ.
მისივე თქმით, პოლიციას თავად აჩვენა, სად ჰქონდა დამალული დანაშაულის იარაღი. "თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყი დანა და გადავაგდებდი ზღვაში", – განაცხადა ახალაიამ

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...