მთავარისიახლეებიეკონომიკადღეიდან გაზის საფასურს ახალი ტარიფით გადავიხდით

დღეიდან გაზის საფასურს ახალი ტარიფით გადავიხდით

Published on

დღეიდან ძალაში შედის „სემეკის“ გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ახალი ტარიფები მომავალი წლის ბოლომდე იმოქმედებს.
 
ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება „სემეკმა“ „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ გაზ ჯორჯიასა“ და „საქორ-გაზის“ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.
 
რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება. ,,ყაზტრანსგაზ თბილისის“ შემთხვევაში, ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს კუბურ მეტრზე. „საქორ-გაზის“ შემთხვევაში, ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო, „სოკარ გაზ ჯორჯიას“  შემთხვევაში 56.940 თეთრი იქნება.
 
შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხმარებლს ბუნებრივი აირის ტარიფი თითქმის 9 თეთრით გაუძვირდა. სემეკის  ცნობით, 20 ივლისიდან ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 1 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის საფასური ნაცვლად 48 თეთრისა (დღგ-ს ჩათვლით) 56, 94 თეთრით განისაზღვრა.
 
 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...