მთავარისიახლეებიდირექტორებს სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეების მშობელთა აცრის მონაცემების შესწავლა დაევალათ

დირექტორებს სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეების მშობელთა აცრის მონაცემების შესწავლა დაევალათ

Published on

როგორია NCDC-ის გეგმამ სკოლაში კოვიდ-უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად – ამირან გამყრელიძის თქმით, სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, იცოდნენ, რამდენია აცრილი თანამშრომელი და რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რეკომენდაცის მიზანი სკოლის თანამშრომელთა აუცრელი სეგმენტის იმუნიზაციის პროცესში ჩართვაა.

“მოწოდება და რეკომენდაცია დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები.

ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ ასევე თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები, თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი. დაახლოებით ამ კონცეფციით დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწავლა დასწრებული დაიწყოს და პარალელურად მიეცა მშობლებს უფლება, თუ არ სურთ ბავშვი სკოლაში ატარონ, ჰყავდეთ დისტანციურ სწავლებაზე,” – განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...