მთავარისიახლეებისამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა თანამდებობა დატოვა [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელ დირექტორი ლევან წულაია თანამდებობას ტოვებს და ადგილობრივ ხელისუფლებას სამეგრელოს ტურიზმის განვითარებისთვის უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადა. წულაიას თქმით, მას რამდენიმე თვის წინ მოთხოვეს თანამდებობის დატოვება, რაც როგორც თვითონ ამბობს მისი ძმის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ის გახარიას პარტიის მხარდამჭერია.
ლევან წულაია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც უარი განაცხადა სამსახურის დატოვებაზე, ახლანდელმა გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ მუნიციპალიტეტის მერებს ვალდებულებით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერა ტურიზმის ორგანიზაციისთვის აუკრძალა. ის უმოქმედობაში ადანაშულებს მერის მოვალეობის შემსრულებელს კონსტანტინე კაკავასაც. წულაია ასევე გაუგებრად მიიჩნევს დანიშნულების მართვის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ერთდროულად 2 სახის, სახელწიფო და ზუგდიდის მუნიციპალური აუდიტის მიმდინარეობას. DMO -ს დირექტორს მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა პასუხობს, მისი თქმით, წულაიას განცხადებები არის აბსოლუტურად გაუგებარი და სიცრუე.
ლევან წულაია ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა, სამეთვალყურეო საბჭო არ შეიკრიბა, სადაც ეს საკითხები უნდა განხილულიყო.მასთან ერთად თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მარიკა თოდუამ.

სიახლეები

რომის პაპი გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე, დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. "ძვირფასო...

ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწევენ....

“მათ შიში – ჩვენ ძალა” | რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მათ შიში - ჩვენ ძალა" - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მოქალაქეები...

შსს-ს ცნობით, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან...