მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის" - მიხეილ სააკაშვილი თბილისში ჩასვლას აანონსებს

“ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის” – მიხეილ სააკაშვილი თბილისში ჩასვლას აანონსებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ თარიღს ასახელებს. მისი თქმით, უკვე ბილეთი აიღო და თბილისში 2 ოქტომბერს ჩადის.

“ვინაიდან ეს არჩევნები არაა უბრალო, რიგითი არჩევნები, არამედ რეფერენდუმია, ვერ დავდგებოდი ამ მოვლენის გვერდზე და ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის კიევი-თბილისის რეისზე, რათა თქვენთან ერთად ვიყო… შეხვედრამდე თბილისში”, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში და ბილეთის ფოტოსაც ავრცელებს.

ბილეთში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...