მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდასხმა ,,ნაციონალური მოძრაობის'' ოფისზე დიდ დიღომში. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს

თავდასხმა ,,ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე დიდ დიღომში. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს

Published on

გუშინ, საღამოს 17 საათზე დიდ დიღომში  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი პირი შეიჭრა და შტაბის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
 
პოლიციის განყოფილებაში დღეს  თითქმის ორ საათს  გაგრძელდა "ნაციონალური მოძრაობის" მეოთხე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით ლაგვილავას გამოკითხვა, დაიკითხნენ სავარაუდო თავდამსხმელები, რის შემდეგაც ისინი პოლიციიდან 
 გაათავისუფლეს. არც ერთმა მათგანმა ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ არ ისაუბრა. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
 
"ნაციონალურ მოძრაობაში" მომხდარს "ქართული ოცნებას" უკავშირებენ.
 
„ძალადობის ქრონიკაა ჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ეს ახალი არ არის. გუშინ ახალციხეში სასტიკად სცემეს ჩვენი აქტივისტი 83 წლის ბატონი, ასევე მისი შვილიშვილი, გლდანში სუს-ი შევარდა ჩხრეკაზე და დღეს ასევე დიდ დიღომში შემოვარდნენ და დაიწყეს გინება. ეს არის დავალება კალაძის, რომელმაც ასე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...