მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსი დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოწვევით საქართველოში ჩამოვლენ

რუსი დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოწვევით საქართველოში ჩამოვლენ

Published on

 „იზვესტია“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოწვევით  საქართველოში ჩამოვადა  ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
 
როგორც გამოცემას რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გაუცხადა, საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირებაში და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში. 
 
„ჩვენ აუცილებლად გავემგზავრებით თბილისში. რუსი პარლამენტარები სულ მცირე ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ამგვარი კონტაქტები რიგი საკითხების გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეკონომიკას, შევეცდებით სავიზო საკითხი გადავჭრათ. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია“, – განაცხადა კალაშნიკოვმა

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...