მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? -...

თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – IPSOS-ის კვლევის შედეგები

Published on

თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – IPSOS-ის კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარდა, ასეთია: 

  • კახი კალაძე – 41%
  • ნიკა მელია – 36%
  • გიორგი გახარია – 13%
  • ანა დოლიძე – 4%
  • ანა ბიბილაშვილი – 2%
  • დანარჩენი კანდიდატები – 4%

ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.

კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით. IPSOS-გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...