მთავარისიახლეებიპოლიტიკაცაგერში მომხდარი თავდასხმა ოპოზიციის მიერ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა!

ცაგერში მომხდარი თავდასხმა ოპოზიციის მიერ უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა!

Published on

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის აზრით, ცაგერში ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელის მანქანის დაცხრილვა “უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა”.

“ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა! ერთი, რომ ქვეყანაში არსებული გარემო, ქართული საზოგადოება ველურად წარმოადგინოს — საერთაშორისო ტრიბუნიდან პრემიერი მაღალ რეიტინგებზე და დემოკრატიაზე საუბრობს, აქ კი ისვრიან! და მეორე, პროგრამა მაქსიმუმი — იქნებ, მმართველი პარტიისაკენ გამოიშვიროს ვინმემ ხელი”, — წერს  ვოლსკი Facebook-ზე.

დღეს, 25 სექტემბერს, ცაგერში გახარიას პარტიის, საქართველოსთვის მერობის კანდიდატის ბესარიონ ბენდელიანის მანქანა დაცხრილეს

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...